in

დუბაი7 – 7 კაცამ ორჯერ იმარჯვა, 7 ქალამ ერთხელ

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი ორი გამარჯვებით გახსნა.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ სათამაშო დღეს NORTH WEST BARBARIANS 31:0, ხოლო MAURITIUS RUGBY 31:19 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ, 2 დეკემბერს, SA ALL STARS 7S ACADEMY-სთან მატჩით ასრულებენ, მომავალი მეტოქეების ვინაობა კი დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დუბაიში საქართველო 3 გუნდითაა წარმოდგენილი და იქ საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებების გარდა, ქართული ჯარიც თამაშობს. არმიელები იმავე ტურნირში იღებენ მონაწილეობას, რომელშიც ჩვენი

7-კაცა. ჯარმა პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გამართა და WYVERN HARLEQUINS-თან 12:25, ხოლო CANADIAN IRREGULARS-თან 21:29 დამარცხდა. ის ჯგუფურ ეტაპს 2 დეკემბერს, უზბეკეთის 7-კაცა ნაკრებთან დაასრულებს და მისი მომდევნო მეტოქე ამის შემდეგ გაირკვევა.

1-ელ დეკემბერს ქალთა საერთაშორისო ღია ტურნირში ორი შეხვედრა გამართა 7-ქალა ნაკრებმაც. პირველ მატჩში TROPICS 7S-მა ქართველ გოგონებს ერთი გარდასახული ლელოთი, 17:10 აჯობა, მეორე თამაშში კი ჩვენმა 7-ქალამ NOMADS 7S 36:0 სძლია. გოგონები ჯგუფურ ეტაპს ხვალ, SCOTTY’S RUGBY-სთან ჯახით ასრულებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიო სერიის ეტაპის პარალელურად, დუბაიში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი იმართება რაგბი 7-ში და ისინი 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

7-კაცა დუბაიში

სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

7-ქალა დუბაიში

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, ირმა გულიაშვილი, თამარი მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანი კაპანაძე, ანა დათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ქართული ჯარი 7

ლევან რატიანი, ოთარ ფორჩხიძე, ლაშა დვალიშვილი, ლექსო ნანოშვილი, გურამ ყენია, გიორგი გელაშვილი, ისმაილ მარსაგიშვილი, გიგა კაციტაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, საბა ილურიძე, რამაზ ხარაზიშვილი, გიგლა ბობოხიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

Rugby.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

UA-FOOTBALL: გოჩოლეიშვილი ვარსკვლავური შენაძენი არ არის

ოღვახ ბელგია: დე ბრუინი მართალი აღმოჩნდა