in

დორტმუნდი ცისარტყელა გახდება: გონსალოს ახალი იმიჯი და ლიგის მატჩი იქ, სადაც უკვე იყო – ამბები მოკლედ

„ინტერ მაიამის“ თავდამსხელმა გონსალო იგუაინმა იმიჯი შეიცვალა. 33 წლის არგენტინელმა თავი გადაიპარსა და გრძელი წვერი მოუშვა.

„ატლეტიკოსა“ და „რეალის“ მატჩს ერნანდესი იმსაჯებს. ის პირველად დაინიშნა დერბიზე.

„ლივერპულს“ ისევ აინტერესებს 18 წლის მცველი მენდეში. გამოსასყიდი 70 მლნ ევროა, მაგრამ „სპორტინგი“ უფრო იაფადაც გაუშვებს.

ლოკატელი „იუვენტუსის“ პრიორიტეტია. „სასუოლო“ ჰავბეკს 40 მლნ ევროდ აფასებს.

„იუვენტუსმა“ შესაძლოა ჟორჟინიო გაიფორმოს.

ჰაალანდს „რეალში“ ურჩევნია, მაგრამ „სიტის“ ვარიანტსაც განიხილავს. „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ნაკლებად მიმზიდველია.

„ლივერპულისა“ და „ლაიპციგის“ განმეორებითი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ბუდაპეშტში ჩატარდება – იქ,ს ადაც პირველი თამაში იყო.

ლეგენდა და 1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და სუპერვარსკვლავი დრაგან სტოიკოვიჩი სერბეთის ნაკრების თავკაცი გახდა. კონტრაქტი 3-წლიანია.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს უკრაინასთან უმაყურებლოდ ითამაშებს.

„ინტერმა“ ბონუსი ლუკაკუსთვის „მანჩესტერს“ იანვარში გადაუხადა. ვადა იყო 2021 წლის ივლისი.

კარლო ანჩელოტიმ რიშარლისონს პოტენციურად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი უწოდა.

დორტმუნდის „ბორუსია“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს სპონსორის ცისარტყელას ლოგოთი: „ჩვენ დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეთერ ლიპარტელიანი: ოლიმპიადამდე მხოლოდ სამ ტურნირზე გამოვალ

ინგლისური საფეხბურთო იდეოლოგია: ინგლისელების ხედვა ევროტურნირებზე