ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მე-6 შეხვედრა გამართა და მარტივად მოიგო. 34 წლსი ქართველი საშუალო წონის რეიტინგის 22-ე ნომერს, ფილ ჰეივსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ჩვენიანმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველი რაუნდის შუაში მოიპოვა: მებრძოლები პარტერში გადავიდნენ, სადაც დოლიძემ მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა, შემდეგ კი ფეხი დაუზიანა. რაუნდის დასრულებამდე 50 წამით ადრე კი მეტოქეს გადამწყვეტი, მძიმე დარტყმა მიაყენა და დაანოკაუტა.
ამ ბრძოლის შემდეგ დოლიძეს UFC-ში 5 მოგება დაუგროვდა, კარიერაში კი მას 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings