in

დინამო ჩემპიონია – 19

თბილისის “დინამო” თბილისი” საქართველოს ჩემპიონი გახდა: მეცხრამეტედ ისტორიაში! თბილისელებმა ტიტული დაიბრუნეს, შარშან ხომ დინამო ბათუმი გახდა ჩემპიონი…

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დინამო თბილისმა გაგრას 2:1 მოუგო და საბოლოოდ, 3 ქულით გაუსწრო ბათუმელებს, რომლებმაც თავის მხრივ ქუთაისის ტორპედოსთან 2:2 ითამაშეს. თუმცა ბათუმელებს მოგებაც ვერ შველოდათ.

გიორგო ჭიაბრიშვილის მიღწევა: 3 სხვადასხვა გუნდით გახდა საქართველოს ჩემპიონი – ზესტაფონი (2012), საბურთალო (2018) და ამჯერად დინამო თბილისი (2022).

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მეორე ადგილზე ბათუმის “დინამო” გავიდა, რომელიც ზაფხულისთვის 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა.

გოლის “დილამ” გადამწყვეტ მატჩში 3:0 დაამარცხა “სამგურალი” და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, მომავალი წლისთვის კი კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს გორელთა ზედიზედ მესამე გასვლა იქნება კონტინენტის საკლუბო ტურნირიში.

ამასთან, გაირკვა პლეი-ოფის წყვილები.

6 დეკემბერი
კოლხეთი (ხ)-რუსთავი
ხობი. პაატა თათარიშვილი

ვიტ ჯორჯია-არაგვი
თბილისი. გლდანის ს/ცენტრი

7 დეკემბერი
სამტრედია-სიონი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

8 დეკემბერი
გაგრა-სპაერი

10 დეკემბერი
არაგვი-ვიტ ჯორჯია
თბილისი. მარაკანა

რუსთავი-კოლხეთი (ხ)
რუსთავი. სფფ ტ/ცენტრი

11 დეკემბერი
სიონი-სამტრედია

12 დეკემბერი
სპაერი-გაგრა

მატჩები 13:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირმა ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია

კვარა დაბრუნდა, შოუც დაბრუნდა