“ფეისბუქგვერდ” “Post ფეხბურთის” თანახმად, თბილისის “დინამო” ლუის სტრაპით ინტერესდება, რომელიც შოტლანდიის რანგით მეორე ლიგის კლუბ “მორტონში” გამოდის.
სტრაპი “მორტონის” აღზრდილია, თუმცა იჯარით სხვა შოტლანდიურ, დაბალი რანგის კლუბებში თამაშობდა. მარცხენაფლანგელი საგოლე პასებით გამოირჩევა. გასულ სეზონში მას ასეთი 4 ჰქონდა, მიმდინარეში კი 18 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 2 “ასისტია.”
“მორტონი” შოტლანდიის რანგით მე-2 ლიგაში მე-4 ადგილზეა და ლიდერს, ერთ დროს სახელოვან “დანდი იუნაიტედს”, 4 ქულით ჩამორჩება.
ეროვნული ლიგის მოქმედ გამარჯვებულში, თბილისის “დინამოში”, ლევან ხარაბაძის წასვლის შემდეგ მარცხენა მცველის ფუნქციებს დავით კობოური ასრულებს.
როგორც ჩანს, გუნდი ამ პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, თბილისური კლუბი მეკარე ანტონ ჩიჩკანმა, გიორგი გაბედავამა და გოდფრი სტეფენ ბიტოკმა დატოვეს, გუნდში კი ყოფილი ფორვარდი ზორან მარუშიჩი დაბრუნდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უახლოეს შეხვედრას 18 იანვარს გამართავს, როცა ამხანაგურ მატჩში პლოვდიდის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.
-0:09
GIPHY App Key not set. Please check settings