in

დინამო იგებდა, მაგრამ წააგო: მეორე შეკრებაზე ბევრი სპარინგია

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამო“ მესამე ამხანაგურ მატჩი ითამაშა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდსთან“ 2:3 დამარცხდა.

მანამდე „დინამო“ „დნიპრო 1“-ს დაუზავდა (3:3), პლოვდივის „ლოკომოტივს“ კი 2:0 მოუგო.

ამით „დინამომ“ პირველი შეკრება დაასრულა, მეორე შეკრებას სამ დღეში დაიწყებს და მორიგ საკონტროლო შეხვედრას 28 იანვარს „ლუდოგორეცთან“ გამართავს. 1 თებერვალს ლიეტუვის ჩემპიონ „ჟალგირისს“ შეხვდება, ხოლო მომდევნო დღეს ყაზახეთის „ტობოლს“. 5 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი „შკუპი“ იქნება. 8 თებერვალს „დინამოს“ დონეცკის „შახტარი“ გამოცდის, ხოლო შეკრება 9 თებერვალს, ლატვიის „რიგასთან“ მატჩით დასრულდება.

ცრვენა ზვეზდა – დინამო 3:2
გოლები: 1:0 პეშიჩი (31), 1:1 იმრანი (34), 1:2 გონსალვეში (37), 2:2 პეშიჩი (54), 3:2 ივანიჩი (75)

დინამო: კუტალაძე, მალი, ლაცაბიძე, ტაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, სიგუა, იმრანი, გონსალვეში, კამარა, სხირტლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი, ოსეი, კირკიტაძე, პარკაძე, უგრეხელიძე, მარუშიჩი, ოდიშარია

„ცრვენა ზვეზდას“ რიგებში 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ირაკლი აზაროვი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკეთესს ვერც მოიფიქრებ: ძილის წინ სანახავ მატჩში არსენალმა მანჩესტერი ბოლოს დაამარცხა

2 მატჩი 3 გოლი: ქვილითაიამ ისევ გაიტანა