ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხეირიანად ვერ დაიწყო “დინამო თბილისისთვის”. ქართველ წყალბურთელებს 4 ტურის თავზე 4 წაგება აქვთ და ჯგუფში ბოლო საფეხურს იკავებენ.
გუშინ, “დინამოს” მეტოქე ძალიან ძლიერი, ხორვატული “იადრანი” იყო და მეტოქემ უშანსოდ, 21:6 გაიმარჯვა. იყო მომენტი, როდესაც ანგარიში 5:3 გახლდათ, მაგრამ შემდეგ ხორვატებმა მარწუხებს მოუჭირეს.
მომდევნო მატჩი “რადნიჩკისთან” 10 იანვარს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings