საქართველოს ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო” უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება.
თბილისის “დინამო” Crystalbet ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გორის “დილას” უმასპინძლებს. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით, მატჩზე გაყიდული ბილეთებისგან შემოსული თანხა სრულად უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.
შეგახსენებთ, თბილისის “დინამოს” ღირსებას უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი იცავს. გორულ გუნდს კი, უკრაინელი ანდრეი დემჩენკო წვრთნის.
“დინამო” “დილას” მატჩი “დინამო არენაზე” 14 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings