რამდენიმე წუთის წინ დავწერეთ, რომ “დილამ” და “საბურთალომ” თავიანთი მატჩები, შესაბამისად, 2 და 1 ბურთიანი სხვაობით დათმეს. ხუთშაბათი დღის ბოლო იმედი თბილისის “დინამო” იყო, მაგრამ…
“დინამო” იგებდა, გაუთანაბრეს, თან საიმონ ბენიოს ძალიან მარტივი შეცდომის გამო. გაშვებული ბურთიდან 2 წუთში თბილისელებმა 28 პასიანი კომბინაცია აკინძეს და ხარაბაძებ გაათანაბრა, მაგრამ სტუმრებმა ზუსტად ორი მომენტი შექმნეს და ორთავე გოლად აქციეს.
ამ მომენტისათვის, ყველაზე კარგ შანსს ბათუმის “დინამო” ინარჩუნებს, რომელმაც გუშინ კაცნაკლულობის მიუხედავად სლოვაკეთიდან 0:0 წამოიღო.
კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩები მომდევნო ხუთშაბათს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings