20 ივნისს უეფა ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას ჩაატარებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს ღირსებას წელს თბილისის „დინამო “ დაიცავს.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი განუთესავი იქნება. ცნობილია იმ განთესილი გუნდების ვინაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ჩვენი გუნდის მეტოქე გახდება. სიიდანაც ჩანს, რომ უკვე პირველსავე რაუნდში „დინამოელებს“ შესაძლოა ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდეთ. იმედია, ფორტუნა გაგვიღიმებს და წილისყრით შედარებით მისაღები ვარიანტი დაგვიჯდება.
განთესილები:
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი)
„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„შერიფი“ (მოლდოვა)
ბატე (ბელარუსი)
„ასტანა“ (ყაზახეთი)
„მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი)
„ჟალგირისი“ (ლიეტუვა)
ჰიკ (ფინეთი)
„ფლორა“ (ესტონეთი)
„შემროკ როვერსი“ (ირლანდია),
„ნიუ სეინტსი“ (უელსი)
„ოლიმპია“ (სლოვენია)
„ზრინსკი“ (ბოსნია)
თურქეთის ჩემპიონი („გალათასარაი“ ან „ფენერბაჰჩე“)
ბულგარეთის ჩემპიონი („ლუდოგორეცი“ ან ცსკა).
განუთესავები:
„ლინკოლნი“ (გიბრალტარი)
„კლაკსვიკარი“ (ფარერები)
„დინამო თბილისი“ (საქართველო)
„რაკუვი“ (პოლონეთი)
„არისი“ (კვიპროსი)
„ჰეკენი“ (შვედეთი)
„ფარული“ (რუმინეთი)
„ვალმეირა“ (ლატვია)
„ბალკანი“ (კოსოვო)
„ლარნი“ (ჩრდ. ირლანდია)
„ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა)
„ესპერანჟი“ (ლუქსემბურგი)
„სტრუგა“ (ჩრდ. მაკედონია)
სომხეთის ჩემპიონი („ურარტუ“ ან „პიუნიკი“)
ალბანეთის ჩემპიონი („ტირანა“ ან „პარტიზანი“)
წინასაკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული („ბუდუჩნოსტი“ მონტენეგრო, „ტრე პენე“ სან მარინო, „ბრეიდაბლიკი“ ისლანდია, „ატლეტიკი“ ანდორა).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings