11 იანვრიდან “დინამო თბილისმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დედაქალაქელები თურქულ ლარაში შეკრებას ორ ეტაპად გაივლიან. მზადების პირველ ნაწილში, რომელიც 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება, თბილისელები 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
15 იანვარს “დინამო” უკრაინული პრემიერ ლიგის “დნიპრო 1”-ს შეხვდება, 18 იანვარს სპარინგ პარტნიორობას ბულგარული “პლოვდივის ლოკომოტივი” გაგვიწევს, ხოლო 22 იანვარს სერბეთის ჩემპიონ – ცრვენა “ზვეზდას” დავუპირისპირდებით.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მზადების მეორე ნაწილს 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს, ამხანაგურ მატჩებში მეტოქეთა ვინაობას კი ახლო მომავალში გამცნობთ.
წყარო: FCDINAMO.GE
GIPHY App Key not set. Please check settings