in

დინამოს ზედიზედ მეხუთე მარცხი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამო” სერბეთის ჩემპიონს და 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს სერბულ “რადნიჩკს” დაუპირისპირდა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა – 7:14.

წინა მატჩებისგან განსხვავებით დეიან სტანოევიჩის გუნდი დაცვაში ნორმალურად მოქმედებდა და ჩვენი გუნდის მეკარემ ირაკლი რაზმაძემაც ურთულესი ბურთები მოიგერია, მაგრამ შეტევაში ჩვენი გუნდის თამაში ცუდი იყო. რიგ ეპიზოდებში ზედმეტად ვჩქარობდით, გვიჭირდა ცენტრამდე, სანდრო ადეიშვილამდე ბურთის მიტანა.

“დინამოდან” გოლები მარკო ელაჩამ, რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ (2), იოვან სარიჩმა და დუშან ვასიჩმა  გაიტანეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს ანდრია ბითაძე და ბელარუსი ლეგიონერი არტიომ დიხტარენკა ვერ ეხმარებოდნენ. სერბული გუნდის რიგებში საუცხოო თამაში ჰქონდა მილოშ ჩუკს, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, 14:7  “რადნიჩკის” სასარგებლოდ და ქართულმა გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავთანდილ ასათიანი: მოახლოებულ მატჩებში ოპტიმალური შემადგენლობა არ გვეყოლება – ევროპაზე მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა

მარადონას თასი ბომბონერაზე მიდის: ბოკამ ბარსა პენალტებში დაამარცხა