თბილისის “დინამო” უკრაინაში რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა.
აღნიშნული დახმარება დონეცკის “შახტარის” ორგანიზებით მოწყობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარს გადაეცემა. რომელიც “არენა ლვოვის” ტერიტორიაზეა მოწყობილი. ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომლის ჩამონათვალიც ჩვენებს უკრაინულმა მხარემ მიაწოდა.
”დინამო თბილისი პირველივე დღიდან მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ამ დახმარებით კი, გვსურს ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უფრო მკაფიოდ გამოვხატოთ. თითოეული დინამოელის სურვილია, ამ მძიმე პერიოდში, გვერდში დავუდგეთ მოძმე უკრაინელ ხალხს. დინამო თბილისის, მისი გულშემატკივრებისა და ვეტერანების სახელით გვსურს კიდევ ერთხელ თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ ერს” – ნათქვამია “დინამოს’ განცხადებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings