წყალბურთში თბილისის „დინამომ“ ევროთასზე პირველი შეხვედრა სტუმრად, ქალაქ რიეკში, ხორვატულ „პრიმორიესთან“ ითამაშა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 7:8.
ეს იყო პირველი მერვედფინალური მატჩი.
ამ მატჩისთვის „დინამო“ იტალიაში მოემზადა, თამაშამდე კი ორი წყალბურთელი დაიმატა – მონტენეგროელი ნიკოლა გიგა და სერბი უროშ კალინიჩი.
„დინამოელთაგან“ გოლები გაიტანეს: გიორგი მაგრაქველიძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2), უროშ კალინიჩმა, ნიკოლა გიგამ და არწიომ დიხტიარენკამ.
განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. ორი მატჩის ჯამში საუკეთესო ევროთასის მეოთხედფინალში ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings