საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ არაერთმა მაკედონიელმა გააკეთა კომენტარი.
საქართველო ძლიერია, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ
სტოლე დიმიტრიევსკი (მეკარე):
„საქართველოს ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი აქვს, თუმცა მე ჩვენი დაცვის მჯერა და მჯერა, რომ გოლგაუშვებლად ვიძალებთ“.
დარკო ჩურლინოვი: „მწვრთნელის მითითებებს თუ შევასრულებთ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“.
მილან რისტოვსკი:
„იოლი მატჩის მოლოდინი არ გვაქვს, პირიქით, თუმცა გულშემატკივარი ჩვენთვის დამატებითი მუხტია და ჩვენ მწვრთნელს ქართველები კარგად ჰყავს შესწავლილი“.
მთავარი მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი:
„საქართველო ის გუნდი აღარაა 2 წლისწინ რომ დავამარცხეთ. მათი პერფორმანსი ბულგარეთთან და გიბრალტართან გავაანალიზეთ და დასკვნა მარტივია, თუკი შანსს მისცემ, დაგვსჯიან. ეს ყველაფერი უკვე ისტორია, ვნახოთ რა იქნება უშუალოდ მატჩში“.
მაკედონიური გამოცემა „კლადენჯე”:
“საქართველოს ნაკრების დაცვა სწრაფი არ არის და ჩვენთვის ეს შანსია. სხარტ შემტევებს შექმნილ სივრცეთა ათვისება მართებთ. სწორი ანალიზის შემთხვევაში, ისევ გავიმარჯვებთ“.
მოკლედ, აღდგომა და ხვალეო ნათქვამია, თუმცა ეს ხვალ უკვე დღეს არის, თუმცა ხვალ როგორ ხასიათზე ვიქნებით…
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩ რევანში!
თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით, თუ… ვილი სანიოლს უნდა, რომ ცდებოდეს
GIPHY App Key not set. Please check settings