გორის „დილამ“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო: ლუქსემბურგში „რასინგთან“ – 2:1.
“დილა” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და პორველ ტაიმში საკმაო მომენტებიც შექმნა, თუმცა გოლები შესვენების შემდეგ გავიდა.
ანგარიში მასპინძლებმა 52-ე წუთზე გახსნეს.
„დილამ“ წონასწორობა მალევე აღადგინა, მე-60 წუთზე. სანდრო ანდრონიკაშვილმა გაიტანა. 78-ე წუთზე გორელები დაწინაურდნენ. ოთარ ფარულავას პასით განელმა იაკუბ ედუძიმ გამარჯვების შეაგდო.
„დილას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, ევროტურნირების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დაინიშნა იტალიელი დიეგო ლონგო, რომელმაც ახალი შტრიხები შემატა გუნდის თამაშს. გარდა ამისა, „დილამ“ მოახერხა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

რასინგი – დილა 1:2
გოლები: 1:0 შტოლცი (52), 1:1 ანდრონიკაშვილი (60), 1:2 ედუძი (78. ფარულავას პასით)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (65. ჩაბრაძე), ეტოუ, ჟოაო არაუჟო, რუხაძე, ფარულავა (89. ტიბუე), ანდრონიკაშვილი (89. კობახიძე), კონტე, დრამე (65. ედუძი), ბასინგა (78. ბუღრიძე), შეყილაძე
განმეორებითი მატჩი 17 ივლისს გორში გაიმართება.

GIPHY App Key not set. Please check settings