in

დილას შეეძლო არ გავარდნილიყო

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე „რიგასთან“ შეხვდა და შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლით ფრეს დასჯერდა – 3:3, რაც ორი შეხვედრის ჯამში 4:5-ს და მარცხს ნიშნავს.

გორელები სამჯერ იგებდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. ლატვიური ბარიერი ნამდვილად არ ყოფილა გადაულახავი, მაგრამ…

„დილამ“ თავიდანვე შეუტია და არაუჟომ თავურით დააწინაურა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლოს სტუმრებმა პენალტი მოუპოვეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმში სურათი არ შეიცვალა. „რიგამ“ მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო „დილა“ ბასინგამ წინ გაიყვანა. სტუმრებს ისევ ჰქონდათ შანსები, მაგრამ კარგი იყო ჩვენი ეკარე კერესელიძე, თუმცა ერთ ეპიზოდში გოლი მაინც გავიდა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.

„დილას“ ფრე არ აწყობდა, შტურმზე წავიდა და შედეგსაც მიაღწია: კიკაბიძის ჩაწოდებულ ბურთს ზვიედრისის კარში შეცვლაზე შესულმა ანოფმა თავით მიუჩინა ადგილი.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ წამატებულ დროში გორელთა კარი ჩერნომორდისმა აიღო, რომელიც ყველაზე მაღლა ახტა და მომდევნო რაუნდში თავისი გუნდი გაიყვანა.

დილა – რიგა 3:3
გოლები: 1:0 არაუჟო (15. ფარულავას პასით), 1:1 რეჟინალდო (45+7-პენ), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64. გრიმალდოს პასით), 3:2 ანოფი (81. კიკაბიძის პასით), 3:3 ჩერნომორდისი (90+6. ტონისევსის პასით)

დილა: კერესელიძე, რუხაძე (ილორი 90+4), ეტოუ, არაუჟო, ჩაბრაძე (კიკაბიძე 27), კონტე, ანდრონიკაშვილი, ფარულავა, შეყილაძე (ანოფი 72), ედუძი, ბასინგა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას ოფიციალური დებიუტი სპორტინგში: სუპერთასი ბენფიკას დარჩა

ტორპედოს ილუზია მოიშალა: რა დაგვანახა ომონიამ