„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ფაქტობრივად უკვე გახდა. „იუვენტუსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ქალაქში ზეიმიც კი მოაწყვეს. ცოტაც და 33-წლიანი ლოდინი დასრულდება – ნეაპოლი ქვეყნის პირველი გუნდი ოფიციალურად გახდება. სასიხარულოა, რომ ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ ფეხბურთელს. გუნდში ახალ მისულმა 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ თავიდანვე აღაფრთოვანა ყველა და „ნაპოლის“ წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო.
თუმცა მთლად მასეც არ ყოფილა საქმე. „ნაპოლის“ წარმატება… დიეგო მარადონას დამსახურება ყოფილა.
ESPN-ის ჟურნალისტმა დანიელ მარტინესმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:
„ნაპოლიმ იმავე წელს მოიგო სკუდეტო, როდესაც არგენტინამ მუნდიალზე გაიმარჯვა. 33 წლის წინ დიეგომ გაიმარჯვა… დღეს კი ამ ქალაქში თავიდან მღერიან.
რაც მარადონამ სიცოცხლეში გააკეთა, ყველამ იცის, თუმცა, რასაც ის სამოთხიდან აკეთებს, დაუჯერებელია. პირველი კოპა ამერიკა „მარაკანაზე“, შემდეგ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა და ახლა „ნაპოლის“ სკუდეტო.
ზემოდან რაღაცაზე გავლენა მოახდინა. დიეგო ისევ ცოცხალია და ნეაპოლში იმყოფება. ასეთი სიმბიოზი ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ჯერ არ მინახავს“, – დადო დასკვნა მარტინესმა.
GIPHY App Key not set. Please check settings