“ნაპოლი“ გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დიეგო მარადონას პატივს მიაგებს.
არგენტინელის სახსოვრად ნეაპოლელები ნოემბრის სამ მატჩს („ვერონასთან“ – დღეს, „ინტერთან“ და „ლაციოსთან“) მისი გამოსახულებიანი ფორმით ითამაშებენ.
მარადონას პორტრეტი დატანილია მაისურის ზედა მხარეს და თითის ანაბეჭდს გამოსახავს. ჩანაფიქრის თანახმად, ეს არის „კლუბის სწრაფვა არგენტინელი გმირის მემკვიდრეობა გადასცენ ნეაპოლის ახალგაზრდა თაობას“.
ფორმის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.
„ნაპოლის“ ფორმას ბრენდი Armani ამზადებს.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings