in

დიდი 10: ფეიქრიშვილის გმირობა ბოლო წუთზე – აკადემია და ყოჩები ბრძოლას აგრძელებენ

დიდი 10-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. “აკადემიამ” თბილისის “ლოკომოტივს” 13 ქულით სძლია და ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე “ბათუმი” იქნება. “აკადემიამ” ტაიმი 14:5 მოიგო, რასაც მეორე ნახევარში კიდევ 10 ქულა მიუმატა და “ლოკომოტივს” სეზონი დაუსრულა.

ნახევარფინალში ითამაშებს ბოლნისის “ყოჩებიც”. მათი მატჩი “იუნკერებთან” დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ანტონ ფეიქრიშვილის ლელომ და თემურ სოხაძის გარდასახვამ გადაწყვიტეს. 53-ე წუთისთვის “ყოჩებს” 12-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ – 22:10.

გუნდმა ეს შედეგი ვერ შეინარჩუნა და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 22:27-ს აგებდა, რა დროსაც ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოს დადება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. თემურ სოხაძემ ლელო გარდასახა და ყოჩებმა 29:27 მოიგო. მათი მეტოქე ნახევარფინალში რეგულარული სეზონის ჩემპიონი ქუთაისის “აია” იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ატლეტიკო ჩემპიონია

ტრიუმფი 11 წლის შემდეგ: ტულუზი ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია