in

დიდი ფინალი მეფის გამარჯვებით: ნადალმა რომის მასტერსი მეათედ მოიგო

რომის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში, ანგარიშით 7:5, 1:6, 6:3 დაამარცხა და “თიხის მეფე” რომის მასტერსის ჩემპიონი გახდა. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსის მოგება კარიერაში მეათედ შეძლო.
რაც შეეხება ნოვაკს, სერბი ფინალში მეთერთმეტედ გავიდა და მეექვსედ დამარცხდა.

ნადალმა დღევანდელი გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 245 085 ევრო მიიღო, ჯოკოვიჩმა კი – 600 ქულა და 145 000 ევრო.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც გასულ წელს ფინალში დიეგო შვარცმანს მოუგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელი TV ეთერში პირდაპირ საპარიკმახეროდან ჩაერთო

ვიდეო: ფანებმა მეორე ბუნდესლიგა გიჟურად აღნიშნეს – პოლიციასთან მაგრად იჩხუბეს, არიან დაშავებულები