საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვისლა” ოფიციალურად დატოვა. 34 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და კლუბს მადლობა გადაუხადა.
“ვისლაში” ბედნიერი ხუთი წელი გავატარე. იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ ტკბილ მოგონებად დამრჩება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – თქვა გიორგი მერებაშვილმა.
გიორგი მერაბიშვილი პოლონურ კლუბს 2016 წელს შეუერთდა და “ვისლას” მაისურით ჩატარებულ 136 შეხვედრაში 21 გოლი და 25 საგოლე პასი მიითვალა.
მერებაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings