ლას ვეგასში, UFC 317-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ვიდეო: ნოკაუტი ორ წუთში – ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია
ბრძოლის შემდეგ “ელ მატადორმა” ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ იქ მალე ჩავალ და ყველას ჩავეხუტები.
დავამარცხე ისეთი მებრძოლები, როგორებიც ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა არიან, ამის თქმა ბევრ ადამიანს არ შეუძლია.
ვინ მსურს შემდეგ მეტოქედ? პედი პიმბლეტი. მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა და ამას ესპანეთში სიამოვნებით გავაკეთებდი.
ოლივეირა? ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვთქვი, რომ პირველივე რაუნდში დავანოკაუტებდი და ჩემი სიტყვა შევასრულე”, – განაცხადა თოფურიამ.
ილიამ MMA-ში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, აქედან 7-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა.
GIPHY App Key not set. Please check settings