in

დიდი თურქული კლუბები ზურიკოსთვის იბრძვიან

დიდია ალბათობა იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” 24 წლის შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა კლუბი შეიცვალოს. მოგეხსენებათ, ჩვენებურის ამჟამინდელი გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა და ზურიკო იქ დარჩენაც ნაკლებადაა მოსალოდნელი, თანაც მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

დავითაშვილისთვის განსაკუთრებულად თურქული გრანდები აქტიურობენ. fotomac წერს, რომ “გალათასარაი” “სენტ ეტიენისთვის” ოფიციალური წინადადების გასაკეთებლად ემზადებოდა, რა დროსაც მოულოდნელად საქმეში “სტრასბურგი” ჩაერთო.

ეს საქმეს გაცილებით ართულებს, რადგან თავად ფეხბურთელს სავარაუდოდ, უფრა ლიგა 1-ში დარჩენა ენდომება. ზემოთ აღნიშნული წყარო გვამცნობს იმასაც, რომ ქართველის გარშემო შექმნილ სიტუაციას კიდევ ორი თურქული გრანდი “ფენერბაჰჩე” და “ბეშიქთაშიც” აქტიურად აკვირდებიან.

ადრე თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ზურიკოს მიმართ ინტერესი ამ ქვეყნის კიდევ ერთ კლუბ “ტრაბზონსპორსაც” გააჩნია.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილი გრანადასთვის შეუცვლელი ფიგურა გახდა

ხვიჩამ ვარჯიში განაახლა, კარგადაა და ფინალში ველოდებით