in

დიდი აღიარება: ქართველი მოჭიდავე თვის საუკეთესოდ დაასახელეს

22 წლის გიორგი ქაცანაშვილი, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მარტის თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.

ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოარჩიეს. ქაცანაშვილმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა მოჭიდავემ ფინალში ავსტრიელი რეჯინგერი 5:3 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ფინალამდე გიორგი ქაცანაშვილმა ყველა შეხვედრაში მშრალი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ქულაც არ გაუშვია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლერი აბულაძე და ზურაბ იაკობიშვილი წონის ლიდერები არიან

საქართველომ ფიბა-ს უკრაინის მატჩების თბილისში გამართვა შესთავაზა