in

დიდი ამბავი: მიქაუტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ბუნებრივია წლის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ: ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“).
ნომინანტები თავად ფეხბურთელებმა აირჩიეს, გამარჯვებული კი სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინეს.

დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა თავად ქართველ ფეხბურთელიც:
„ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან“ მოგება გვჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელიც მენდობა, ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს“, – თქვა ჩვენიანმა.

მიქაუტაძემ სეზონში 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

„ჩემპიონატის ტოპ გოლიანი და მეორე საუკეთესო მეპასე, რომელმაც თავისი ნიჭით მოედნები გახეთქა. მიქაუტაძემ საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიგო!
გილოცავთ!“ – უწერია UNFP-ს ფეისბუქგვერდს.

ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსია შარს გადაურჩა: როგორ ითამაშა მამარდამ

შენგელიამ პირველი პლეი-ოფი მოიგო, შერმადინმა წააგო