რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
დიდების დარბაზს დაემატნენ: პატრიკ ვიეირა („არსენალი“), უეინ რუნი („მანჩესტერი“), იან რაითი („არსენალი“), პიტერ შმეიხელი („მანჩესტერი“), პოლ სქოულზი („მანჩესტერი“), დიდიე დროგბა („ჩელსი“), ვენსან კომპანი („სიტი“) და სერხიო აგუერო („სიტი“).
დიდების დარბაზში უკვე იმყოფებიან:
ტიერი ანრი („არსენალი“), ალან შირერი („ნიუკასლი“), ერიკ კანტონა („მანჩესტერი“), როი კინი („მანჩესტერი“), ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“), დენის ბერგკამპი („არსენალი“), სტივენ ჯერარდი („ლივერპული“), და დევიდ ბექჰემი („მანჩესტერი“).
GIPHY App Key not set. Please check settings