მერაბ დვალიშვილმა ისტორიული ბრძოლა მოიგო: ქართველმა მებრძოლმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის მთავარ ბრძოლაში ერთი გვარიანად მიბეგვა და დამაჯერებლად დაამარცხა.
სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხანგრძლივი და დაძაბული ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ მერაბმა სავსე დარბაზს და მილიონობით ტელეაუდიტორიას მიმართა: დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! დიდება თავისუფლებას, შეწყვიტეთ ომი!
ის, რომ ეს ძალიან პრინციპული დაპირისპირება იყო, ამას დვალიაშვილი ჩხუბამდეც არ მალავდა და თქვა კიდეც, ტიტულს ამ ბრძოლის მოგება მირჩევნიაო. „ჩვენ ეს შევძელით“ – უთხრა დარბაზში მყოფ არაერთ ქართველ გულშემატკივარს მერაბმა.
ამ გამარჯვებით დვალიშვილი, რომელსაც 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, ჩემპიონის ქამარს მიუახლოვდა – ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.
GIPHY App Key not set. Please check settings