Spazionapoli წერს, რომ „ნაპოლი“ მეოთხე სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იანვარში პსჟ-ში გადავიდა, შეიძლება იტალიის ჩემპიონად არ აღიარონ, რაც ნამდვილი პარადოქსი იქნება.
კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში 1187 წუთი ითამაშა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, საერთო ჯამში ჯაკომო რასპადორიზე მეტი სათამაშო დრო აქვს (863 წუთი, 5 გოლი და 1 საგოლე პასი), თუმცა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, არაა გამორიცხული, ოქროს მედალი არ გადასცენ, რადგან გუნდში დარეგისტრირებული და მოქმედი ფეხბურთელი არ არის.
„ახლა ყველაფერი მხოლოდ „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული, ვინაიდან სერია A-ს რეგულაციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საკითხი კლუბის გადასაწყვეტია. ვიცით რა „კვარას“ მიმართ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის დამოკიდებულება, ეს მართლაც რთული, თუ არა შეუძლებელია“, – წერს გამოცემა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings