ტუნისთან გასამართი მატჩისწინ, დიდიე დეშამმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ჩვენ კი, მხოლოდ მბაპეს ნაწილზე შევჩერდეთ:
“ის თავს კარგად გრძნობს. თქვენ ფიქრობთ რომ მისი ფიზიკის კონტროლი შეგვიძლია და ეგოსი არა? საიდან მოიტანეთ, რომ მას დიდი ეგო აქვს? თქვენ ეს არ იცით ჩემგან განსხვავებით, ჰოდა, ეს სიცრუეა.
ცხადია, ის ნაკრების ლიდერია, მაგრამ გუნდური მოთამაშეა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის აღარ არის 18 წლის და ყველაფერთან ერთად უკვე ზღვა გამოცდილება დაუგროვდა.
თამაში ყველას სურს, მაგრამ ფეხბურთელები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ყველას ძირითადში ვერ დავაყენებ”.
ფრანგები ჯგუფურ ეტაპს დღეს, ტუნისთან მატჩით დახურავენ. 2 ტურის თავზე მოქმედი ჩემპიონების აქტივში ამდენივე გამარჯვება და 1/8 ფინალის განაღდებული საგზურია.
GIPHY App Key not set. Please check settings