ჩემპიონთა ლიგა ისევ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. ესპანურ გრანდს საუკეთესო თამში არ უჩვენებია, სულ რომ არაფერი, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგა მართლა მისი გამოდგა – დაუჯერებელი სვლა ფინალამდე. არნახული ქამბექები პლეი-ოფში უძლიერეს მეტოქეებთან და ფინალი ლამის დაუმარცხებელ „ლივერპულთან“. ფინალის წაგების არმცოდნე „რეალმა“ ეს ბარიერის გადალახა და კიდევ ერთი თასი შემატა უმდიდრეს კოლექციას.
ლივერპული – რეალი 0:1
28 მაისი. პარიზი. „სტად დე ფრანსი“
გოლი: ვინისიუსი (58)
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე
რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა
გაფრთხილება: ფაბინიო (62)
არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)
„რეალმა“ მე-14 მოიგო ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი. „მილანს“ 7 ტიტული აქვს, „ლივერპულს“ 6 დარჩა.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 8 ფინალი მოიგო. მადრიდელებს 17 ფინალიდან 14 აქვთ მოგებული.
„რეალმა“ 5 ჩემპიონთა ლიგა მოიგო ბოლო 9 გათამაშებიდან.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისე მოიგო, რომ კარში ერთხელ დაარტყა. „ლივერპულს“ 23 დარტყმა დაუგროვდა კარისკენ.
„რეალმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა რონალდოს წასვლის მერე.
„რეალმა“ მოუგო პრემიერლიგის ტოპ 3 გუნდს ამ ჩემპიონთა ლიგაზე: „ჩელსის“, „სიტის“ და „ლივერპულს“.
„რეალმა“ ამ სეზონში 3 ტროფეი მოიგო – ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.
ანჩელოტიმ სარეკორდოდ, მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა როგორც მწვრთნელმა. ზიდანს და პეისლის 3 თასი აქვთ.
ანჩელოტი 23-ე ტროფეი მოიგო სამწვრთნელო კარიერაში.
კურტუა ფინალის საუკეთესო ფეხბურთელია. „რეალის“ მეკარემ 9 სეივი შეასრულა. ეს რეკორდია 2004 წლის შემდეგ, რაც სტატისტიკის კეთება დაიწყეს.
ბენზემა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 15 გოლი. რონალდოს რეკორდია 17 გოლია.
ბენზემამ, კროოსმა, მოდრიჩმა და კარვახალმა მე-5 ფინალი ითამაშეს. მარტო რონალდოს და მალდინის აქვთ მეტი – 6.
მარსელომ „რეალიდან“ წასვლაზე განაცხადა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მისი 25-ე ტროფეია მადრიდში – ეს კლუბის რეკორდია.
„ლივერპულს“ 5 წაგება და 1 ფრე აქვს „რეალთან“ ბოლო 6 შეხვედრაში. 2009 წლის მოგება არ აქვს.
კლოპმა წააგო ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი 4-დან: 2 „ლივერპულთან“ (ორივე „რეალთან“) და 1 „ბორუსიასთან“ („ბაიერნთან“).
ტრენტი, ალისონი, დიასი და ტიაგო – „ლივერპულის“ ყველაზე ცუდი მოთამაშეები არიან ფინალში Echo-ს შეფასებით. თუმცა 6-ზე დაბალი შეფასება არავის არ მიუღია.
კლოპი: „შესაძლებელი თუ არა საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება სეზონის 63-ე მატჩში? „რეალი“ ერთხელაც წააგებს ფინალს.
გასახდელში არავინ არ გრძნობს, რომ სეზონი შესანიშნავი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა წარმატებაა, მაგრამ არა ის, რომელიც გსურს.
დაჯავშნეთ სასტუმრო სტამბოლში. მაქვს შეგრძნება, რომ „ლივერპული ისევ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში“.
ანჩელოტი: „ვერ ვიჯერებ. „რეალი“ – ფანტასტიური კლუბია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ“.
ბენზემა, რომელმაც მე-5 ლიგა მოიგო „რეალში“: „მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჩემთან სახლში. პარიზში მოგება ბევრს ნიშნავს“.
კურტუა: „მე უნდა მომეგო პატივისცემის გამო. საკმარისად არ მცემენ პატივს, განსაკუთრებით ინგლისში“.
ფლორენტინო პერესი: „კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ამიტომაც აიყვანა ის „რეალმა“. ნამდვილი მადრიდისტა“.
„რეალის“ ფანები მბაპეს: „მიესალმე ჩემპიონს! შენ ვერასდროს ვერ მოიგებ ჩემპიონთა ლიგას“.
ლუკა დონჩიჩი: „სასიამოვნოა „რეალის“ ქომაგობა“.
„ლივერპული“ სტადონზე მიმავალ გზაზე საცობში მოხვდა. ავტობუსს პოლიცია არ აცილებდა და 20 წუთით გვიან მივიდა „რეალზე“.
ჩემპიონთა ლიგის დაწყება 36 წუთით გადაიდო სტადიონზე უსაფრთხოების გამო.
თავდაპირველად ორგანიზატორებმა 15-წუთიანი გადავადება გამოაცხადეს. უეფას განმარტებით, გულშემატკივრებმა დროულად ვერ შეძლეს სტადიონზე მოხვედრა.
ჟურნალისტმა მიგელ დილეინიმ აცნობა, რომ „ლივერპულის“ ქომაგები სტადიონზე 3 საათით ადრე მივიდნენ, მაგრამ შიგნით მოხვედრა ვერ შეძლეს. ამის გამო სტადიონის წინ უზარმაზარი რიგები წარმოიშვა.
უეფა უწესრიგობაზე: „ტურნიკეტები დაიბლოკა ათასობით ყალბი ბილეთის გამო. ამ საკითხს პოლიციასთან ერთად განვიხილავთ“.
„ლივერპული“ გამოძიებას ითხოვს თამაშამდე მომხდარი უწესრიგობის გამო: „გულშემატკივრებმა ასეთი რამ არ უნდა გამოიარონ ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ“.
ლინეკერი: „ტოტალური ქაოსი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე უარესად ორგანიზება შეიძლება რომც მოინდომო“.
გაუგებრობის დროს პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, სამართალდამცავებს ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც მოუწიათ.
„რეალი“ და „აინტრახტი“ ევროპის სუპერთასზე ითამაშებენ. მათი ბოლო შეხვედრა 1960 წელს იყო ჩემპიონთა თასის ფინალში, რომელიც „რეალმა“ 7:3 მოიგო. პუშკაშმა პოკერი შეასრულა, დი სტეფანომ – ჰეთ-თრიქი.
GIPHY App Key not set. Please check settings