ჩემპიონთა ლიგის მატჩების პარალელურად „ოქროს ბურთის“ რეიტინგიც განახლდება ხოლმე. ბუქმეკერების გამოთვლების შემდეგ, რეიტინგი Goal-მაც განაახლა, რომელმაც ფავორიტად პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე გამოაცხადა. სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც მე-15 ადგილი მიანიჭეს. საინტერესოა, რომ წინა რეიტინგში Goal-ს ხვიჩა არ ჰყავდა შეყვანილი.
იამალი გახდა ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი: ხვიჩაც ათეულშია – ბუქმეკერების ვერსია
ხვიჩას 4 გუნდელი: ვინ არიან ოქროს ბურთის ფავორიტები
Goal-ის ტოპ-20 ასეთია:
- უსმან დემბელე (პსჟ)
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- რაფინია (ბარსელონა)
- პედრი (ბარსელონა)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
- ჰარი კეინი (ბაიერნი)
- კილიან მბაპე (რეალი)
- ნუნო მენდეში (პსჟ)
- დეკლან რაისი (არსენალი)
- ჯუდ ბელინგემი (რეალი)
- ვინისიუსი (რეალი)
- ვიტინია (პსჟ)
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
- ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
- დეზირე დუე (პსჟ)
- ბუკაიო საკა (არსენალი)
- დენზელ დუმფრისი (ინტერი)
ხვიჩას შანსები იზრდება ლიგაზე კარგი თამაშის შემდეგ, განსაკუთრებით აღნიშნავენ „ასტონ ვილასთან“ თამაშს და ბრწყინვალე გოლს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველი უკვე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, შესაძლოა ასევე გახდეს იტალიის ჩემპიონი („ნაპოლი“) და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings