„სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგაში დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
დეკემბერში „სიტიმ“ ყველა, 7-ვე მატჩი მოიგო. „ქალაქელებმა“ დაამარცხეს „ასტონ ვილა“ (2:1), „უოტფორდი“ (3:1), „ვულვერჰემპტონი“ (1:0), „ლიდსი“ (7:0), „ნიუკასლი“ (4:0), „ლესტერი“ (6:3) და „ბრენტფორდი“ (1:0).
გვარდიოლა თვის მწვრთნელად ინგლისში მე-11 აღიარეს.
პეპის კონკურენტები იყვნენ იურგენ კლოპი, მიკელ არტეტა და ანტონიო კონტე.
„სიტის“ ვინგერი რაჰიმ სტერლინგი დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ინგლისელის ანგარიშზე 5 გოლია (2 პენალტიდან) და 1 შედეგიანი გადაცემა 5 მატჩში. დეკემბრის კიდევ ორ შეხვედრაში ის სათადარიგო იყო.
სტერლინგმა თვის ფეხბურთელის პრიზი მესამედ აიღო. ბოლოს საუკეთესოდ 2018 წლის ნოემბერში დაასახელეს.
27 წლის ჰავბექმა აჯობა ჟოაო კანსელოს („სიტი“), ჯეიმს მედისონს („ლესტერი“), გაბრიელ მარტინელის, მარტინ ედეგორს (ორივე „არსენალს“), მეისონ მაუნტს („ჩელსი“) და სონ ხინ მინს („ტოტენჰემი“).
GIPHY App Key not set. Please check settings