ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა დაიწყო.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მოკლე პროგრამაში სპორტული ცეკვებში 77.15 ქულა დაიმსახურა, 23 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა და ფინალში თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვა, ამისთვის ოცეულში მოხვედრაც საკმარისი იყო (23 მონაწილიდან ბოლო 3 გავარდა).
დევისისა და სმოლკინის წყვილი თავისუფალი პროგრამით 11 თებერვალს გამოვა (22:30 საათიდან).



დღეს, 10 თებერვალს მოკლე პროგრამით წარდგება ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე.



GIPHY App Key not set. Please check settings