დოლორეს ავეირუ, „მანჩესტერის“ ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს დედამ ჯორჯინა როდრიგესის შესახებ ისაუბრა, რომლებიც ერთად ზრდიან 4 ბავშვს. ქალმა მართალია რძალი შეაქო, კარგი გოგოაო, მაგრამ შეფარვით ისიც აღნიშნა, ჩემმა შვილმა ისეთი ცხოვრება მოუწყო, აბა რა იქნებაო.
„კი, ის კარგი გოგოა. კრიშტიანო სამაგალითო მამაა, მას კი უამრავი დამხმარე ჰყავს. ბავშვებს ჰყავთ ძიძები, პერსონალი და მათ უამრავი საქმე აქვთ. 4 ბავშვი – ეს ბევრი საქმეა.
ჯორჯინა – კრიშტიანოს დიდი მხარდამჭერია, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება“, – თქვა რონალდოს დედამ.
ქალბატონმა-დედამ შვილის კარიერაზეც ისაუბრა:
„მას უკვე ვკითხე, სურს თუ არა მწვრთნელობა, როდესაც თამაშს დაასრულებს.
მან მიპასუხა, რომ ცხოვრებით დატკბობა უნდა. ის 40 წლამდე ითამაშებს“, – განაცხადა ავეირუმ.
GIPHY App Key not set. Please check settings