in ,

დაწყვილდნენ: ინგლისი vs ესპანეთი – ჩემპიონთა ლიგის წილისყრა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ასევე გაირკვა პოტენციური ნახევარფინალური წყვილები და ფინალის ნომინალური მასპინძელი.

¼ ფინალი

ჩელსი (ინგლისი) vs რეალი (ესპანეთი)
სიტი (ინგლისი) vs ატლეტიკო (ესპანეთი)
ვილიარეალი (ესპანეთი) vs ბაიერნი (გერმანია)
ბენფიკა (პორტუგალია) vs ლივერპული (ინგლისი)

1/2 ფინალი

მე-2 წყვილი vs 1-ელი წყვილი
მე-4 წყვილი vs მე-3 წყვილი

ფინალი
ნომინალური მასპინძელი: მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული

ამ ეტაპზე განთესვა აღარ მოქმედებდა, წყვილები ბრმა წილისყრით გამოვლინდნენ.
წილისყრისას კალათიდან პირველად ამოღებული გუნდი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები 5/6 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 12/13 აპრილს.

ნახვარფინალის პირველი მატჩები 26/27 აპრილს, საპასუხო კი 3/4 მაისს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს 28 მაისს პარიზის “სტად დე ფრანსი” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალბანელებთან კარგი სტატისტიკა გვაქვს: ბოსნიას პირველად ვეთამაშებით

გამოკვეთილი ფავორიტების გარეშე: ევროპა ლიგის წილისყრა