„ლივერპული“ და „ჩელსი“ ოთხეულში მოხვდნენ და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ. „ლივერპულმა“ მშვიდად მოუგო „კრისტალ პალასს“, აი „ჩელსიმ“ კი წააგო და მის მაშველად „ტოტენჰემი“ გამოჩნდა. „მამლებმა“ სტუმრად „ლესტერი“ დაამარცხეს. არადა, „მელიებს“ რომ მოეგოთ, „ჩელსი“ გარეთ დარჩებოდა. „ლესტერმა“ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ოთხეულიდან გავარდნა და არა მარტო ამ ერთი წაგების გამო. მშვენიერი ჰანდიკაპი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ქულები უაზროდ ანიავა და აი შედეგიც. არც ისე დიდი ხნის წინ „ლივერპულის“ სალიგო შანსები ბუნდოვანი იყო, საბოლოოდ კი გუნდი სულაც მე-3 ადგილზე გავიდა.
ამის გამო „ლესტერს“ ახლა ევროპა ლიგაზე მოუწევს გამოსვლა „ვესტ ჰემთან“ ერთად. „ტოტენჰემმა“ კი მოპოვებული 3 ქულით კონფერენს ლიგის საგზური მიიღო.
სერხიო აგუერო – ეს კაცი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. აგუერო დიდებულად დაემშვიდობა ინგლისს. შეცვლაზე შესულმა გულშემატკივრების წინაშე დუბლი გაახერხა და რუნის რეკორდიც მოხსნა.
სერხიო აგუერომ უეინ რუნის რეკორდი დაამყარა ერთ კლუბში გატანილი გოლებით. მან ბოლოჯერ ითამაშა ინგლისის ჩემპიონატში.
„იურგენ კლოპი: „ისეთი გრძნობაა თითქოს სეზონი ორი წელია გრძელდება. ვამაყობ, რაც ბიჭებმა გააკეთეს ბოლო 10-15 მატჩში. მე-3 ადგილი – წარმოდუგენელია. ვერ ვიჯერებ. ეს იმაზე უკეთესია, რაზეც ოცნება შემეძლო“.
ტომას ტუხელი: დღეს გაგვიმართლა. „ჩელსი“ ლიგის ფინალზე საკუთარ თავში დაჯერებული მივა“.
ბრენდან როჯერსი: „შემიძლია მხოლოდ ვიამაყო „ლესტერით“, მთელი სეზონი ვიბრძოდით“.
„ლესტერი“ 242 დღე იყო ტოპ 4-ში – ყველაზე დიდხანს. საბოლოოდ მხოლოდ მე-5 ადგილი.
„მანჩესტერს“ ამ სეზონში ერთხელაც არ წაუგია სტუმრად თამაში. ასეთი რამ მეოთხედ მოხდა ინგლისის უმაღლეს ლიგაში.
ოლე გუნარ სულშერი: „ითამაშო მთელი სეზონი სტუმრად წაუგებლად – სიამაყის საბაბია“.
„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მე-2 ადგილზე პირველად გავიდა 2018 წლის შემდეგ.
ჰარი კეინი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (23 გოლი) და ასისტენტი. ეს აქამდე მხოლოდ ენდი კოულს გამოსვლია.
გარეთ ბეილმა ჩემპიონატში შედეგიანობის მხრივ საუკეთესო სეზონი ჩაატარა: საშუალოდ 1.06 გოლი 90 წუთში.
ბეილმა 11 გოლი „ტოტენჰემში“. უფრო მეტი, ვიდრე ბოლო ორ სეზონში “რეალში“.
„მანჩესტერს“ ერთხელაც არწაუგია სტუმრად ამ სეზონში. ეს მე-4 შემთხვევაა უმაღლეს ლიგის ისტორიაში.
„არსენალი“ ზედიზედ ორი სეზონია მე-8 ადგილზე ამთავრებს. ვენგერის დროს გუნდი მე-6 ადგილს არ ჩამოსცილებია.
„ტოტენჰემი“ ზედიზედ მე-5 სეზონია „არსენალზე“ წინ ამთავრებს პრემიერლიგას.
„არსენალი“ ევროთასებზე არ იქნება პირველად 1995 წლის შემდეგ.
კარლო ანჩელოტიმ კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო – 0:5. პაპა კარლოს 1167 მატჩი აქვს ჩატარებული.
„სიტიმ“ 86 ქულა დააგროვა – ყველაზე ცოტა ჩემპიონისთვის „ლესტერის“ ეპოქის შემდეგ.
„სიტიმ“ პრემიერლიგის თასი მიიღო „ევერტონის“ განადგურების შემდეგ.
პრემიერლიგა – 38-ე ტური
არსენალი – ბრაიტონი 2:0
ასტონ ვილა – ჩელსი 2:1
ფულჰემი – ნიუკასლი 0:2
ლიდსი – ვესტ ბრომვიჩი 3:1
ლესტერი – ტოტენჰემი 2:4
ლივერპული – კრისტალ პალასი 2:0
სიტი – ევერტონი 5:0
შეფილდი – ბარნლი 1:0
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი 3:0
ვულვერჰემპტონი – მანჩესტერი 1:2
GIPHY App Key not set. Please check settings