ფიფამ ჰაიტის ქალთა ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელი ნელუ ჯოზეფი საფეხბურთო საქმიანობას 10 წლის ვადით ჩამოაშორა.
ჯოზეფს ბრალი იმაში ედება, რომ მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი გოგონების დაცვა ვერ შეძლო და ისინი იძულებული იყვნენ ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან (ივ ჟან-ბარტი) სექსუალური კავშირი დაემყარებინათ. ჯოზეფის მიმართ წაყენებული ბრალი საკმაოდ დიდი საქმის ერთ-ერთი პუნქტია. გამოძიება 2014-2020 წლების პერიოდს და ქალი ფეხბურთელების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის უკანონო ქმედებას ეხება.
ეს გასიებულია ჟან-ბარტი, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტი 2000 წლიდან იყო და მისი მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე წლებია
ათეულობით დაზარალებული საუბრობს
ფიფას დამოუკიდებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ჯოზეფმა დაარღვია ეთიკის კოდექსის პუნქტი – 23, რომელიც ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვას გულისხმობს, ამიტომ საფეხბურთო საქმიანობას 10 წლით ჩამოშორდება. გარდა ამისა, ის 20 ათასი შვეიცარიული ფრანკითაც დააჯარიმეს.
რაც შეეხება სხვა დამნაშავეებს, მათ მიმართ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
GIPHY App Key not set. Please check settings