ლიგა 2-ში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ შინ თამაშობდა გასავარდ ზონაში მყოფ „ანსისთან“ და სამწუხაროდ ქულები დაკარგა – 0:0.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
გეხსომებათ, წინა ტურში ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა (მეცმა“ 4:1 მოიგო), ამიტომ ცხრილის ქვემოთ მყოფ გუნდთან მხოლოდ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.
ახლა „მეცს“ 11 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, მაგრამ ცხრილში თუ ჩავიხედავთ მარტივად აღმოვაჩენთ, რომ მოგების შემთხვევაში მე-3 ადგილოსან „სოშოს“ გაუთანაბრდებოდა, ხოლო ლიდერებს ქულაში მიუახლოვდებოდა.
„მეცი“ მომდევნო შეხვედრას ისევ შინ, 12 სექტემბერს „გენგამთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings