in

დარჩება თუ არა გიორგი გულიაშვილი სარაევოში

ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“, – ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა „ფაქტორი“ წერს.

„საფეხბურთო კლუბმა „სარაევომ“ ახალი ერა დაიწყო. გუნდს ახალი, მაგრამ კარგად ნაცნობი მწვრთნელი, ჰუსრეფ მუსემიჩი უხელმძღვანელებს.

ახალ მწვრთნელთან ერთად კი ბევრი სიახლეა. სატრანსფერო „ფანჯრის“ დასრულებამდე გუნდში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.

უკვე ვწერდით რენან ოლივეირას „ველეჟში“ იჯარით გაშვების შესაძლებლობაზე, პირველ რიგში, უცხოელთა რაოდენობის გამო. ეს საკითხი გუნდის ქართველ კაპიტანზეც, გიორგი გულიაშვილზეც იქნება დამოკიდებული.

ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა „სარაევოში“ ქართველი თავდამსხმელი. ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშემ შეთავაზებები მიიღო, თუმცა კლუბს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მისი გაყიდვის შესახებ.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ქართველის საკითხი მუსემიჩის გადაწყვეტილებამ განსაზღვროს“, – წერს ბოსნიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საოცარი ქართული მატჩი კონფერენსლიგაზე: ქართველები საუკეთესოები იყვნენ – ლეგიონერები ევროტურნირებზე

გამარჯვების შემდეგ: მწვრთნელები, რომლებმაც ყველაზე მეტი დახარჯეს