in

დარჩება ამერიკაში თუ წამოვა ევროპაში: ბითაძეს NBA-ის გუნდები გამოუჩნდნენო

გოგა ბითაძე ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება. არც თუ დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის აყვანით ევროპის წამყვანი გუნდები დაინტერესდნენ.

თუმცა ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, ევან საიდერის ინფორმაციით, 24 წლის ცენტრის სამსახურით NBA-ის გუნდებიც არიან დაინტერესებული, თანაც სახელდება სუპერფინალის მონაწილე “დალას მავერიქსი”, ასევე “ნიუ იორკ ნიქსი”, “მაიამი ჰიტი”, “ნიუ ორლეან პელიკანსი”, “ლოს ანჯელეს კლიპერსი”, “ფინიქს სანზი” და “საკრამენტო კინგზი”.

საქმე ისაა, რომ გუნდები ბითაძისთვის ვეტერანის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

მოკლედ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, დარჩება გოგა ოკეანის გაღმა თუ წამოვა ევროპაში სათამაშოდ.

მანამდე კი ის საქართველოს ნაკრებს უნდა დაეხმაროს, იქნებ ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯგუფიდან გასვლის რა შანსი გვაქვს: გამოგვითვალეს

რონალდოს ახალი რეკორდები: სარეკორდო მოგება, საგოლე პასი, მატჩები და ა.შ.