საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
“ხანგრძლივი სეზონი იყო “ლევანტესთან” ერთად, უდიდესი გამოცდილებით. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც დავისახეთ სეზონის დაწყებამდე, თუმცა, თუ გინდა, მიაღწიო მიზანს, დამარცხების შემდეგაც კი უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ! მადლობა გულშემატკივრებს კარგ და მძიმე პერიოდში მიღებული მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით.
ახლა კი დროა, სრულად ვკონცენტრირდე საქართველოს ნაკრებზე, რათა გავაკეთო ყველაფერი, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და “ლევანტეს” სახელი”.
GIPHY App Key not set. Please check settings