in

დაისვენე სენეგალო: საუკეთესო ფეხბურთელი მანეა, მეკარე მენდი

დასრულდა აფრიკის თასი, რომელიც პირველად ისტორიაში სენეგალმა მოიგო.

ფინალში სენეგალი და ეგვიპტე შეხვდნენ, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტებში კი უფრო სენეგალელებს გაუმართლათ – 4:2.

ცნობილი გახდა ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები.

საუკეთესო ფეხბურთელად სენეგალელი სადიო მანე მიიჩნიეს, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი გამოიყენა ფინალში. ისე კი ტურნირის განმავლობაშ „ლივერპულის“ ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

საუკეთესო მეკარედ ასევე სენეგალელი ედუარ მენდი დაასახელეს. მან ფინალში ერთი პენალტი მოიგერია. „ჩელსის“ გოლკიპერის ანგარიშზე 3 მშრალი მატჩია.

საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით გახდა კამერუნის შემტევი ვენსან აბუბაქარი.

სენეგალის პრეზიდენტმა კი 7 თებერვალი დასვენების დღედ გამოაცხადა. მიზეზი აფრიკის თასზე გამარჯვებაა. მაკი სალმა დიპლომატიური მივლინებაც კი გადადო, რათა პირადად მისალმებოდა სამშობლოში დაბრუნებულ გუნდს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები დაქვეითდნენ

ვიდეო: ფეხბურთელებმა ნამდვილი ომი გააჩაღეს, მწვრთნელი დაამტვრიეს