ფიფამ ორშაბათის დაჯილდოებაზე ლუკა ლოჩოშვილს ფეარ-პლეის პრიზი გადასცა. გავიხსენოთ, რომ 2022 წლის 27 თებერვალს, „ვოლფსბერგერთან“ მატჩის ბოლოს, „აუსტრიელ“ გეორგ ტეიგლს თავში მეტოქის მუხლი მოხვდა და უგონოდ დაეცა, მაგრამ „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა სამედიცინო პერსონალი მოიხმო, თავად კი ტეიგლის სიცოცხლე გადაარჩინა.
ფიფამ ლოჩოშვილი დააჯილდოვა: ლუკამ Fair Play-ის პრიზი აიღო
ვენის „აუსტრია“ და ტეიგლი ფიფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და ჩვენიანს მადლობა გადაუხადეს.
„აუსტრიას“ უწერია:
ლუკა ლოჩოშვილს ფიფას ფეირ-პლეის ჯილდო გადაეცა. დაიმსახურა.
მადლობა, ლუკა!
„შენ ეს დაიმსახურე ლუკა! კიდევ ერთხელ მადლობა“, – ეს უკვე ტეიგლის პოსტია.
GIPHY App Key not set. Please check settings