ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შეჯამებების დროც დადგა. სასიხარულოა, რომ დადებით სტატისტიკაში ქართველებიც არიან. ჯერ ერთი როგორი ამბავია, რომ ბომბარდირი ჩვენი გუნდიდანაა, სიმბოლურში ორი ქართველია და ახლა ირკვევა, რომ საქართველოს ნაკრები სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერია.
ეს თავად უეფას ოფიციალური გვერდის მონაცემებია.
საქართველოს ნაკრები 55 ვარდნით პირველია. ასევე ყველას აღემატება დაბრუნებული ბურთების მაჩვენებლით (134) და მეკარის მიერ მოგერიებული ბურთებით – 20.
GIPHY App Key not set. Please check settings