საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვება. მატჩის წინა დღეს, ტრადიციულად გუნდებმა პრესკონფერენცია გამართეს. ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებს გუნდის კაპიტანი გურამ კაშია შეხვდა.
“როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო.
როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა, რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია.
ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს, საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო.
ყველანი ამაყები ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს.
ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ აქ ჩამოსასვლელად საკუთარი დანაზოგი დახარჯა და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა.
ამაყები ვართ და ერთიანობის განცდა გვაქვს. ქართველებს ფეხბურთი უყვართ, ოცნება ყველას აგვიხდა და ახლა მნიშვნელოვანია როგორ წარვადგენთ ქვეყანას“.
GIPHY App Key not set. Please check settings