ბოლო წლებში ქართულმა ძიუდომ დიდ წარმატებას მიაღწია და ახალგაზრდულ ასაკებში ძიუდოისტთა გამოსვლას თუ გადავხედავთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველის. ძიუდოს ფედერაციის პროექტმა “გამოწვევა 2020”-მა ნამდვილად გაამართლა. სწორედ ამ პროექტის მონაწილეა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
თანამედროვე ქართული ძიუდოს ერთ-ერთი “რეკონსტრუქტორი” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია, რომლის წარმატებული მოღვაწეობაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამაც დააფასა და იგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ახალშექმნილ ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
“ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ბატონი რაშად ნაბიევი, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს მინისტრი.
კომისია შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიებს და მათ გამოყენებას და დანერგვას სპორტსმენების საკეთილდღეოდ, რათა ხელი შეუწყოს უფრო მაღალი დონის შესრულებას.
კომისიის დირექტორი იქნება ბატონი დავით ქევხიშვილი საქართველოდან, რომელსაც აქვს ძიუდოში დიდი გამოცდილება, როგორც სპორტსმენი, მწვრთნელი და მენეჯერი.
ამ მუდმივად ცვალებად სამყაროში, ამ ახალი კომისიის თავმჯდომარეც და დირექტორიც ხელს შეუწყობენ ძიუდოს, დაეხმარებიან ჩვენს სპორტს განვითარებაში და მის ინტეგრირებაში, როგორც სპორტსმენების პიროვნული განვითარებისა და საზოგადოების სასარგებლოდ თანამედროვე ინსტრუმენტის სახით”, – წერია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings