პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა “დეილი მეილმა” საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დავით ნინიაშვილი წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და თან დაახასიათა, როგორც “მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მოქნილი, ფეხით კარგად მოთამაშე და მებრძოლის სულის მქონე” მორაგბე.
იქვე “დეილი მეილის” ექსპერტთა ჯგუფი მიუთითებს, რომ “ბორჯღალოსნების” 22 წლის “ფულბეკი” თანამედროვე რაგბის არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს ამჯობინეს. 2024 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. დავით ნინიაშვილი (საქართველო)
14. უილ ჯორდანი (ახ. ზელანდია)
13. ტომაზო მენონჩელო (იტალია)
12. ჯოშუა ტუისოვა (ფიჯი)
11. დუან ვან დერ მერვე (შოტლანდია)
10. ფინ რასელი (შოტლანდია)
9. ანტუან დიუპონი (საფრანგეთი)
1. ოქს ნჩე (სამხ. აფრიკა)
2. დენ შიანი (ირლანდია)
3. თომას დუ ტოიტი (სამხ. აფრიკა)
4. ებენ ეთზებეტი (სამხ. აფრიკა)
5. ტაჯ ბირნი (ირლანდია)
6. უოლეს სიტიტი (ახ. ზელანდია)
7. პიტერ-სტეფ დუ ტოიტი (სამხ. აფრიკა)
8. ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა)
GIPHY App Key not set. Please check settings