ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა “მიდი ოლიმპიკმა” საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” მორაგბე დავით ნინიაშვილი 2022 წლის საუკეთესო დებიუტანტად აღიარა და დაჯილდოვების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი – „მიდი ოლიმპიკის“ ოსკარი გადასცა.
„დავით ნინიაშვილი მისი უზარმაზარი ნიჭისთვის დააჯილდოვეს.
ქართველი მორაგბე შესანიშნავად გამოიყურება. ის არის კიდევ ერთი ფენომენალური მორაგბე, რომლის დაჯილდოებაც „მიდი ოლიმპიკს“ სურდა.
ნინიაშვილი ვითარდება, რაც მისი ნაკრებში თამაშისასაც გამოჩნდა. გასათვალისწინებელია მისი მიღწევები „ლიონის“ შემადგენლობაშიც“, – წერს გამოცემა.
„მიდი ოლიმპიკის“ ოსკარით მამუკა გორგოძეც დაუჯილდოვებიათ. მაშინ ლეგენდარული მორაგბე სეზონის საუკეთესო უცხოელად დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings