in

დავით ნინიაშვილი გლოსთერთან მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

10 დეკემბერს, ევროპის რანგით მეორე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩელენჯ თასზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ფრანგული “ლიონი” ინგლისურ “გლოსთერს” დაუპირისპირდა და 19:13 დაამარცხა. “ლიონის” ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე იყო – მესამე ხაზელი ბექა საღინაძე და “ბორჯღალოსნების” ფულბეკი დავით ნინიაშვილი, რომელიც ამ კონკრეტულ შეხვედრაში ფრთაზე თამაშობდა.

ნინიაშვილმა შეცვლილი სათამაშო პოზიციის მიუხედავად ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. 19 წლის ქართველმა მორაგბემ ჯამში 55 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. ასევე, მის ანგარიშზე 9 პასი და 3 ზუსტი ბოჭვაა.

დავით ნინიაშვილი აღნიშნული მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: მადლობა მერანს ღირსეული საქციელისთვის – ქუთაისს ახალი სტადიონი სჭირდება

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს